logo
ENG



ენმ-მ "ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ" კანონპროექტის საკუთარი ვერსია წარადგინა

21 ნოე 202220:14
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტს დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საკუთარი ვერსია წარუდგინა. მისი ავტორი ლევან ბეჟაშვილია. კანონპროექტში განმარტებულია, რომ ოლიგარქიული მმართველობა წარმოადგენს სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობის საფუძვლების, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებისა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ხელისუფლების დანაწილებისა და დაბალანსების პრინციპების და ევროატლანტიკურ ღირებულებების რეალიზაციის მთავარ საფრთხეს; ხელყოფს მოქალაქეთა თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს.


close დახურვა